ორსაძინებლიანი კოტეჯი ბაკურიანში 25-ანების მიმდებარედ

ორსაძლნებლიანი კოტეჯი ბაკურიანში K-010

კოტეჯი K-010 მდებარეობს ბაკურიანში, სასრიალო ტრასის 25-ანების მიმდებარედ, კობა წაკაძის ქუცაზე და გარშემორტყმულია ტყით. მთელი წლის განმავლობაში შექმნილი სიმყუდროვისა და სასიამოვნო ატმოსფეროს წყალობით, ეს შესანიშნავი ადგილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

ეს ორსართულიანი კოტეჯი იტევს 8 ადამიანს. მეორე სართულზე არის ორი საძინებელი სველი წერტილებით; თითოეულ საძინებელს აქვს ორადგილიანი საწოლი და ორსართულიანი საწოლი. პირველ სართულზე არის მისაღები ბუხრით, სამზარეულო და სველი წერტილი, ასევე ყველა საჭირო აქსესუარი, როგორიცაა ახალი ავეჯი, სამი ტელევიზორი, სატელიტური მაუწყებლობა, Wi-Fi, ცენტრალური გათბობა, გაზქურა და გაზ. ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი, მიქსერი, ბლენდერი, მაცივარი, თეთრეული და პირსახოცები 8 პერსონაზე, სარეცხი მანქანა, უთო და საუთაო დაფა, მტვერსასრუტი, თმის საშრობი.

გარდა ამისა, კოტეჯს აქვს შემოღობილი უკანა ეზო და პატარა წინა ეზო.

Created with Visual Composer